1776675269
რეგიონი
ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე, სოფელ გვიმბალაურში, გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დანალექი მასისგან იწმინდება დამშრობი ქსელის შემკრები არხების ცალკეული მონაკვეთები, საერთო ჯამში, სიგრძით 2 500-მეტრიანი მონაკვეთი.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სადრენაჟე სისტემა ეფექტიანად და გამართულად იმუშავებს 40 ჰექტარ მიწის ფართობზე, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.