Loading data...
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი: ქუჩები ინტენსიურად იწმინდება, ამ დროისთვის, პრობლემატური ქუჩა ქალაქში არ გვაქვს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქალაქის ქუჩები ინტენსიურად იწმინდება და ამ ეტაპზე ქალაქში ამ მხრივ პრობლემური ქუჩა არ არსებობს.

„ორი დღეა, გადაუღებლად თოვს ქალაქში. შესაბამისად, სამსახურები შესაბამისი ტექნიკით გამოსული არიან და ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა. ამ დროისთვის, რაიმე პრობლემატური ქუჩა ქალაქში არ გვაქვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 48 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ქალაქში გადაადგილება იყოს უსაფრთხო,“ - აცხადებს დავით ერემეიშვილი.

ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან - შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ გასცა.