Loading data...
გურჯაანში ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაშენების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების საკითხებს დაეთმო, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გიორგი მიშელაძემ დაწვრილებით ისაუბრა ქარსაფარი ზოლების დანიშნულებასა და იმ დადებით შედეგებზე, რასაც მათი მოწყობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისთვის მოიტანს. სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, თუ რა სამუშაოებს მოიცავს ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენება და აღნიშნა, რომ სწორად დაგეგმილი პროცესი და ფერმერების ჩართულობა პროექტის წარმატების საფუძველია.

თავის მხრივ, გურჯაანის მერიამ პროექტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს სამუშაო პროცესში და ხელი
შეუწყოს ფერმერებთან კოორდინაციას.