1740725538
რეგიონი
გურიის სახელმწიფო რწმუნებული: 24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები. სპეციალური თოვლმავალი საშუალებები გადაადგილდებიან ისეთ სოფლებში, სადაც ჯერ სატრანსპორტო გადაადგილება შეუძლებელია

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, გურიის რეგიონში 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
ურუშაძის თქმით, დიდთოვლობასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა.
„მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა, რაც საჭიროა დიდთოვლობასთან საბრძოლველად. 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებისა და თავდაცვის ძალების მიერ მობილიზებულია სპეციალური თოვლმავალი საშუალებები, რომლებიც გადაადგილდებიან ისეთ სოფლებში, სადაც ჯერჯერობით სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეუძლებელია,“ - განაცხადა ურუშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.