1766991920
რეგიონი
დაბა ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ავტომანქანა დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით ბაკურიანის საქმიან ეზოშია გადატანილი.