Loading data...
ბათუმში ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება - დაშავებულთა ჯანმრთელობას კი, საფრთხე არ ემუქრება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უამინდობის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების თაობაზე ახალი შეტყობინებები ღამის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ხოლო ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უამინდობის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე. ავტომანქანები. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული ქალი ბინაზე დღეს გაეწერება. ასევე, სტაბილურია კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგია.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს დათვლა.