1774862355
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად ბრიფინგზე პირადი სურვილი დაასახელა.
გაბაიძემ განაცხადა, რომ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება და მადლობა უთხრა „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი გადადგომა თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობას უკავშირდება, გაბაიძემ არ დაადასტურა.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან, სამი მოწვევის განმავლობაში იკავებდა.