აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 4 ახალი სპეციალური ტექნიკა შეიძინა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 4 ახალი სპეციალური ტექნიკა შეიძინა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან და მის მოადგილე როლანდ ბოლქვაძესთან ერთად, დეპარტამენტის მიერ შეძენილი „SHANTUI“-ს ბრენდის 4 ახალი დამტვირთველი დაათვალიერა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ტექნიკა დეპარტამენტის სამსახურებს გადაეცემა და გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს მოემსახურება. სპეციალური ტექნიკა აქტიურად გამოიყენება როგორც მეწყრული პროცესების სალიკვიდაციოდ, ასევე ზამთრის პერიოდში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გასაწმენდად.
უწყების ხელმძღვანელებმა დეპარტამენტის ხელვაჩაურის სამეურნეო ეზო და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
დეპარტამენტის მიერ სპეციალური ტექნიკის განახლება მომდევნო წელსაც იგეგმება.
