1768645466
რეგიონი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შავაძემ მოადგილესთან როლანდ ბოლქვაძესთან და სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტების განყოფილების უფროსებს და სპეციალისტებს შეხვდა.
ზაზა შავაძე თოვლის წმენდის სამუშაოებს გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პერიოდულად ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ზაზა შავაძემ განყოფილების უფროსებს სპეციალური ტექნიკის და ადამიანური რესურსის მობილიზება დაავალა, რათა საავტომობილო გზების გაწმენდა ოპერატიულად განხორციელდეს და მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხო გადაადგილება.