Loading data...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ტურიზმის სფეროში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრას საქართველოში ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს – MASHAV-ის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, პროფესიული განვითარების, ინოვაციებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.