ზვიად შალამბერიძე ტრამპის წერილზე: ბოლო დღეებია ძალიან პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი, დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია
„ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, დონალდ ტრამპის წერილთან დაკავშირებით, რადიკალების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.
შალამბერიძის თქმით, დღეს ისიც კი მოისმინა, რომ თითქოს გენერირებული წერილია და ა.შ.
„ბოლო დღეებია ძალიან პარადოქსულ სიტუაციას ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციის მხრიდან. როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი ფუსფუსი აქვთ გამართული იმისთვის, რომ როგორმე დააკნინონ და გააუფასურონ ეს წერილი. დღეს ისიც კი მოვისმინე, რომ თითქოს რაღაც გენერირებული წერილია და ა.შ. სასაცილოა, როდესაც ადამიანი ამას ამბობს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან ჩვენი პრემიერი მადლობის წერილს იღებს, როგორ შეიძლება იყოს გენერირებული. ამ ადამიანებს ზოგადად, ან პოლიტიკა არ ესმით, ან საერთოდ არ უნახავთ არაფერი ამ თვალსაზრისით.
მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან არცერთი ეს ადამიანი ვინც დღეს გამოდის და ასეთი ფართო-ფართო სიტყვებით ლაპარაკობს, არ მიესალმება ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას. ყველა ეს ადამიანი მიესალმა იმას, რომ გარკვეული პერიოდის წინ სტრატეგიული ურთიერთობა შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ. შესაძლოა ღიად არ ულოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ეკრანს მიღმა ამას ულოცავდა იმიტომ, რომ დღესაც გვესმის ასეთი ფრაზები, ესენი ვერ დალაგდებიან ამერიკასთან, ვერ ლაგდებიან და ა,შ.
რეალურად, ჩვენთვის მთავარია ურთიერთობის დინამიკა როგორ ვითარდება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან მას შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება არამხოლოდ მიწვევები, ღონისძიებებზე დასწრებები, ორმხრივი მილოცვები, არამედ იმართება ორმხრივი შეხვედრები“, - აღნიშნა მან.
დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.