Loading data...
ზვიად შალამბერიძე: ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო

„ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციონერებს მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ. 

„ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერს ჰქონდა ილუზია, რომ შეიძლებოდა, არჩევნებამდე მისულიყვნენ ერთად და ეს რამდენიმე თვეც, თავიდან ბოლომდე, სრულიად, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაატარეს.

კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ თითოეულ მათგანს ამოძრავებს მხოლოდ პირადი ინტერესები, რომელიც თავიდან ბოლომდე გადის ფინანსებზე და სწორედ ამ ფინანსების გამოა ახლა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო და ამაზე კამათობენ დღეს, ვის მეტი შეხვდა, ვის ცოტა შეხვდა“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.