ზვიად შალამბერიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატების მხრიდან კიდევ არ წყდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რისი ნათელი მაგალითიც იყო გერმანიის ელჩის გარკვეული საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გერმანიის ელჩისა და აქტივისტების შეხვედრა შეაფასა.
მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატების მხრიდან კიდევ არ წყდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რისი ნათელი მაგალითიც იყო საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან გერმანიის ელჩის შეხვედრა. რაც გაჟღერდა შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდება, ვინაიდან არაერთხელ ყოფილა ჩვენი მხრიდან გაფრთხილება და მოწოდება მათთვის, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ისინი მაინც იმ დღის წესრიგით აგრძელებენ მუშაობას, რა დღის წესრიგიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან აქვთ მოწოდებული“, - აცხადებს შალამბერიძე.