Loading data...
ზვიად შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ

„დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირში გამეფებული ბიუროკრატიის გათვალისწინებით გადაწყვეტილებები რთულად და დაგვიანებით მიიღება.

„ჩვენ ვადევნებთ თვალ-ყურს თუ რამდენად არის ბიუროკრატია გამეფებული ევროკავშირში, როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში და რამდენად რთულად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რეზოლუციების მიღება, დაგვიანებით. რაღაც გარკვეულ საკითხზე მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც მოხდა შეიძლება შარშან ან შარშან წინ ან ა.შ. და რეალურად ადეკვატური დღევანდელი დღის მიმართ ეს სტრუქტურა არ არის. ერთადერთი, რასაც ვითომ სწრაფად რეაგირებენ არის რუსეთ-უკრაინის ომი. შეგახსენებთ, რამდენი ხანია მიდის ლაპარაკი 90 მილიარდის გადაცემაზე და დამტკიცებაზე უკრაინისთვის. დაამტკიცეს ბოლოს და ბოლოს მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რამდენი თვის განმავლობაში მიდიოდა ამაზე საუბარი, რომ როგორმე გაეკეთებინათ, მიეცათ - არ მიეცათ თუ სხვა. იმ 90 მილიარდიდანაც მისცეს 10% ჯერჯერობით. ანუ ნებისმიერი საკითხი ევროკავშირის სტრუქტურებში ბიუროკრატიულად ძალიან იწელება. აქედან გამომდინარე, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკის ნაბიჯებს მათი ნაბიჯებიც მიჰყვება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენს და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.