ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი
„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზვიად შალამბერიძემ.
დეპუტატმა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„ბრიფინგი არ ჩაივლიდა ისე, რომ ადმინისტრაციის უფროსს, ელჩს, ან რომელიმე მაღალჩინოსანს თეთრი სახლიდან მკვახე განცხადება არ გაეკეთებინა საქართველოზე. ამერიკის საელჩოს ქარდები გვახსოვს, რომელსაც კვირაში ერთხელ აქვეყნებდნენ ხოლმე. ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი. კონკრეტული თემა, რამაც შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ამაში (საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაში), რთულია ამაზე საუბარი. ეკონომიკური ფაქტორი აშშ-სთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს საქართველომ და ჩვენმა გუნდმა კიდევ უფრო წინა პლანზე წამოსწია ქვეყნის მიმართ ეკონომიკური ინტერესი რა შეიძლება ჰქონდეს არა მარტო აშშ-ს, არამედ ევროპას, შუა აზიას, სხვადასხვა ქვეყანას. ერთადერთი, ამ კვანძს რატომღაც ვერ ხედავს ევროკავშირის გარკვეული ბიუროკრატები, რომლებიც ძალიან კარგად უყურებენ ყველაფერს, უბრალოდ არ აღიარებენ. ცოტა ხანში მოუწევთ იმის აღიარება, რომ თურმე გეოგრაფია იმაზე მეტად იციან, ვიდრე მათ ჰგონიათ“, - აღნიშნა შალამბერიძემ.