1773206804
პოლიტიკა
ზურაბ რურუა: ყველაფერს ნათელი მოეფინა - ვნახეთ, ევროკომისიამ როგორ ამოიღო ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან... ახლა კითხვები გვაქვს გერმანიის ელჩთან
ბრიუსელიდან თბილისში გამოგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს, რომ ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებულ ობიექტების სიაში არ შევა, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ეხმიანება.
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, ახლა გერმანიის ელჩმა, ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილი წერილის შემდეგ, განმარტებები უნდა გააკეთოს.
„ყველაფერს ნათელი მოეფინა. ვნახეთ, ევროკომისიამ როგორ ამოიღო სანქცირებული ყულევის თემა. ახლა, იგივე კითხვები გვაქვს გერმანიის ელჩთან, რომელმაც ერთი თვის წინ გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით განცხადება, რომ არსებობდა დასაბუთებული მტკიცებულებები. ახლა ველოდებით პასუხებს, თუ რა იყო მტკიცებულება“, - განაცხადა ზურაბ რურუამ.