1740326054
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: გაეროში აშშ-მა რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გაეროში ინიციირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
მისი განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ალტერნატიულ რეზოლუციას, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს საქართველოს სახით.
„გაეროში აშშ-მ რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!!!”, - წერს ქადაგიძე.