ზურაბ ჩიკვილაძე Prime Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე: სწორედ ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ჩვენი ქვეყნის გარე მტრები რეალურად არიან დავალებების ფორმირებაში ჩართულები, ხოლო შიდა მტრები, მოღალატეები პირნათლად ასრულებენ ამ დავალებებს
თბილისის საკრებულოს წევრი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე Prime Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.
„სწორედ ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ! წერილი, რომელიც რადიკალებმა ბრიუსელიდან მიიღეს, Prime Time-მა 15:00 საათზე გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ის სიტყვა სიტყვით წაიკითხეს მიტინგზე.
ჩვენი ქვეყნის გარე მტრები ერთის მხრივ რეალურად არიან დავალებების ფორმირებაში ჩართულები და მეორე მხრივ შიდა მტრები, ეს მართლაც რომ მოღალატეები, პირნათლად ასრულებენ ამ დავალებებს, იმდენად პირნათლად რომ ერთ სიტყვასაც ვერ ცვლიან ტექსტში!
ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს, ჩვენი ქვეყნის ბედი აღარასდროს გადაწყდება სხვა ქვეყანაში ან ცალკე აღებულ რომელიმე ორგანიზაციაში! საქართველოს მომავალს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება!“, - აცხადებს ჩიკვილაძე.