ზურაბ აბაშიძე: ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, ვისწრაფვით ევროპისკენ, სტანდარტები - ორმაგი, ათმაგი და ა.შ., რაღაც ეტაპზე დასრულდება, ამის იმედი გვაქვს
 
        „ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, ვისწრაფვით ევროპისკენ. სტანდარტები - ორმაგი, ათმაგი და ა.შ., რაღაც ეტაპზე დასრულდება. ამის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისგან.
„ჩვენ არაფერი დაგვიხურავს, ვისწრაფვით ევროპისკენ. ამ ქვეყანაში უნდა შევქმნათ ან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს გზა, ან ვიყოთ სრულიად მორჩილებაში ევრობიუროკრატიის მიმართ. ბალტიელები რამდენიმე წლის წინ ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, დღეს ყველაზე მტრულად არიან განწყობილები. წარმოუდგენელი რიტორიკა მოდის მათგან - როგორ გადავუხვიეთ [ევროკავშირისკენ მიმავალ] გზას, რუსეთისკენ მივდივართ და ა.შ. არადა ვიგებთ, როგორ აწარმოებენ თავად ვაჭრობას რუსეთთან. სტანდარტები - ორმაგი, ათმაგი და ა.შ., რაღაც ეტაპზე დასრულდება. ამის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა აბაშიძემ.
 
            