ზურაბ აბაშიძე: ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ბევრი ახალგაზრდა აზროვნებს სწორად, სჯერათ სუვერენიტეტის, წინსვლის და სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან დღეს წარმოდგენილი საკრებულოში
 
        „ამბობენ ხოლმე, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ბევრი ახალგაზრდა აზროვნებს სწორად, სჯერათ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ჩვენი განვითარების, წინსვლის და სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან დღეს წარმოდგენილი საკრებულოში“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.
მან, ასევე,,,,, მადლობა გადაუხადა თბილისელებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი.
„დღეს შედგა პირველი სხდომა მერვე მოწვევის საკრებულოსი. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის თითოეულ მოქალაქეს. 4 ოქტომბერს ამომრჩევლის დიდმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მიიღო მონაწილეობა და ჩვენ დაგვაკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ბევრი ახალგაზრდაა წარმოდგენილი ჩვენს გუნდში, რომლებიც დღეს დგამენ აქტიურ პოლიტიკურ ნაბიჯებს.
ამბობენ ხოლმე, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდების ნაკლები მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა აზროვნებს სწორად, სჯერათ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ჩვენი განვითარების, წინსვლის და სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან დღეს წარმოდგენილი საკრებულოში“, - აღნიშნა აბაშიძემ.
 
            