ზუკა რურუა: „ნაცმოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზუკა რურუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხალხის მოტყუება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და თინა ბოკუჩავას აღიარებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„თინა ბოკუჩავას აღიარება, რომ თურმე „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას ატყუებდა ამდენი ხნის განმავლობაში, მათი ჩვეული პრაქტიკაა, როგორც აღმოჩნდა. ახლა კითხვა ისმის, საზოგადოებამ რატომ უნდა დაუჯეროს ამ ადამიანებს და ეს ერთი განცხადებით არ ფასდება. ეს არის, ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის კულტურა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს“, - აღნიშნა ზუკა რურუამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ორი წლის წინ ვერ ვიყავით გულწრფელი. საზოგადოებას ახსოვს, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი და ამაზე ორი წლის განმავლობაში არ ვსაუბრობდი“.