ზუკა რურუა: ერთი წლის წინ, როდესაც გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ჩეხეთი აცხადებდა, რომ ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა, ერთი წლის თავზე კი, თავად გადაწყვიტეს ანალოგიური კანონის შექმნა
„ეს ორმაგი სტანდარტი, რაც ამდენი წელია ჩვენ მიმართ მოქმედებს, არა პარტნიორული, არამედ მტრული დამოკიდებულებაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზურაბ რურუამ.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
„ერთი წლის წინ, როდესაც გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი აცხადებდა, რომ ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა. სწორედ, ერთი წლის თავზე, თავად ჩეხეთმა გადაწყვიტა შექმნას ანალოგიური კანონი. ამიტომ, ეს ორმაგი სტანდარტი, რაც ამდენი წელია, რაც ჩვენ მიმართ მოქმედებს, არა პარტნიორული, არამედ მტრული დამოკიდებულებაა“, - აღნიშნა რურუამ.
სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა - ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა.