Loading data...
ზელენსკი: ირაკლი კობახიძეს შევხვდი, მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გამოეხმაურა. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის სცემდა და კვლავაც სცემს პატივს საქართველოს, მის სუვერენიტეტს და მის ხალხს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - წერს ზელენსკი.