ზარქუა ოპოზიციას: თანახმა ხართ, რომ გავაუქმოთ ეს კანონი და სქესის გადაკეთება დავუშვათ საქართველოში? თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს?

„ახალი სეზონი იწყება რევოლუციების“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე საუბრისას.
„ამ უსამშობლოებს თავიანთი პატრონი ჰყავთ, ამჯერად IRI-ის რეგიონული ხელმძღვანელი. გუშინ ბრიფინგი გამართა რუსეთიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა ხოშტარიამ, მისი ოჯახი ფინანსდება დღემდე და უსირცხვილოდ დაგვიანონსეს, რომ თურმე 13 სექტემბრიდან მორიგ ჯერზე გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება და ახალგაზრდების ჩართულობა. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ საქმეს და ამოცანას ემსახურება, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით და დასვან მარიონეტები.
საქართველოში რევოლუცია არ მოხდება. ოპოზიციას მივმართავ, თანახმა ხართ, რომ გავაუქმოთ ეს კანონი და სქესის გადაკეთება დავუშვათ საქართველოში? თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს?“, - აღნიშნა ზარქუამ.