Loading data...
ზარქუა: „ვენეციის კომისიას“ რა პასუხი უნდა დავუბრუნო ამაზე? არა და არასდროს, ეს იქნება ჩვენი პასუხი

„ვენეციის კომისიის“ დასკვნით გაოგნებული ვართ, რანაირი კომისიაა? დასკვნაში ყველაფერი საპირისპირო ჩაწერეს, ეს არის შეურაცხყოფა ტრადიციის, ისტორიის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ვენეციის კომისიის“ მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუა „ვენეციის კომისიის“ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს.

მისი თქმით, საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწილი და მათთვის შვილის აყვანის შესაძლებლობა არასდროს დაკანონდება.

„ვენეციის კომისია“ გვეუბნება, განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებს აქვთ უფლება, რომ შვილი აიყვანონ, ტერმინი ჰეტეროსექსუალი ამოიღეთო, ამ კანონს თუ მაინც მიიღებთ, იქნებ, ისე ქნათ, რომ ერთნაირსქესიანთა პირებს ქორწინების პრობლემა არ შეექმნათო.

ახლა, „ვენეციის კომისიას“ რა პასუხი უნდა დავუბრუნო ამაზე?! არა და არასდროს, ეს იქნება ჩვენი პასუხი.

ეტყობა ვერ გაიაზრეთ ამ ქვეყნის მოსახლეობის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესების შესახებ, თორემ ასეთი სამარცხვინო დასკვნა, წესით, არ უნდა დაეწერათ“, - აღნიშნა ზარქუამ.