ზარქუა: სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება
„სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, - ასე ეხმიანება მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, კოკა მორგოშიას განცხადებას.
„ეს უსამშობლოები ჯერ ამბობდნენ - აქ ინვესტიციას ვინ შემოიტანსო. გახსოვთ ხომ ეს თემა როდესაც გაჟღერდა პირველად „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ როგორ ესხმოდა თავს, რომ ტყუილია ეს ყველაფერიო. მერე თემა შეატრიალეს. სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, - აღნიშნავს ზარქუა.
ცნობისთვის, „ალტ ინფოს“ ლიდერი კოკა მორჰოშია, რომელიც დღეს Eagle Hills-ის პროექტებს ეწინააღმდეგება, მანამდე ღიად საუბრობდა ქუვეითელ პარტნიორებთან ერთად გეგმაზე, რომელიც ეხებოდა მცხეთაში, 14 ათას კვადრატულ მეტრზე, ბრენდული სასტუმრო-კომპლექსის აშენებას.