Loading data...
ზარქუა ოპოზიციურ ერთობაზე: ამ რადიკალების სტილია, ოპონენტი უშვერი სიტყვებით მოიხსენიო, ხელი დაარტყა და რამდენიმე დღეში გვერდით მიუჯდე, ძმობა შეჰფიცო, მათი ხელწერაა უთავმოყვარეობა და უპრინციპობა

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის ხელწერაა ერთ დღეს ლანძღვა-გინება და მეორე დღეს - სიყვარულისა და ერთად დგომის ფიცის დადება.

„დღეს შეიძლება აგინო, ხელი დაარტყა, უშვერი სიტყვებით მოიხსენიო შენი ოპონენტი და რამდენიმე დღეში გვერდში მიუჯდე, სიყვარული, ძმობა და ერთად დგომა შეჰფიცო. ეს არის ამათი ხელწერა - უთავმოყვარეობის, უპრინციპობის და რატომ? განა თვითონ ვერ გრძნობენ, რომ ქართველი კაცისთვის ეს მიუღებელია, განა არ იციან - იციან. მაგრამ, დაკვეთა აქვთ ასეთი, მათი პატრონებისგან, ვინც აფინანსებს. ამათი ამოცანაა ეს და მერე ვის რა ძალა აქვს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს.

აბა შეხედეთ, კინტო რომ გვყავს რადიკალებში, ელისაშვილი, მის მოქმედებას დააკვირდით. ახლა ბოიკოტი, სპეცოპერაცია და რაღაც სიგიჟეები დაარქვეს ადგილობრივ არჩევნებს და აგერ, მშვენივრად, სია წარმოადგინეს და იღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.