ზარქუა: ოპოზიცია შავ დღეშია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, მაშინ გადაწყვეტენ, როცა პატრონებისგან უსტარი მოვა

„ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა მაშინ გადაწყვეტს, როცა მათი პატრონებისგან უსტარი მოვა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„ოპოზიცია შავ დღეშია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ელისაშვილი დაემართა. ქუჩაში დარჩენილია 15-20 ახალგაზრდა, რომლებიც საღამოს გამოდიან და გზას კეტავენ. ამაში ხელს არ ვუშლით, რადგან პროცესებში თავად უნდა დარწმუნდნენ. ანალიზი გააკეთონ, მათი დამფინანსებლები როგორ ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს.
ეს ბევრმა გაიაზრა და პროცესებს ჩამოშორდა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, ამას გადაწყვეტენ, როცა მათი პატრონებისგან უსტარი მოვა. ჯერ ამას თამამად ვერ ამბობენ. ამათი პირობა ხომ ორპირობაა და მაქვს განცდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, იმ მოცემულობაში, როგორც ქარი დაუბერავს, ისე მოიქცევიან“, - განუცხადა ზარქუამ საქართველოს პირველ არხს.