Loading data...
ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ემზადებიან რევოლუციისთვის

„ჩვენ გვყავს ოპონენტი არა დემოკრატიული, არამედ მწვალებელთა, მოძალადე და ომის პარტია - კოალიციური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადება.

„ჩვენ გვყავს ოპონენტი არა დემოკრატიული, არამედ მწვალებელთა პარტია, მოძალადე პარტია, ომის პარტია, - კოალიციური „ნაციონალური მოძრაობა“. 

კოალიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბუნებრივია, ხასიათდებიან - ძალადობით, უხეშობით. ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომ იმ პატიოსან კაცს (ერმილე გიგიაძე) გული გაუსკდა და გარდაიცვალა. აი ეს რეალობა გვაქვს ჩვენ.

მათი ამოცანაა, პროვოკაციები, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზაცია. ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან რევოლუციისთვის. პატრონმა დაუკვეთა და ამისთვის ემზადებიან. თხოვნა იქნება, არ ავყვეთ პროვოკაციებში, მშვიდად, სტაბილურად, ჩვენ გამარჯვებამდე მივიდეთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.