1763211818
პოლიტიკა
ზარქუა „ჰერტის სკოლის“ მიერ გახარიას დაქირავებაზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დაქირავებას ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერი უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით. შეუძლებელია, უცხო ქვეყნის მთავრობა, მათ შორის, გერმანიის ასაქმებდეს ადამიანს, რომელიც იძებნება და რომლისთვისაც ბრალია წაყენებული. ეს პირდაპირ მიუთითებს, რაზეც ჩვენ, მთელ საზოგადოებას გონივრული ეჭვი გვქონდა, რომ ის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა და ეს შეიმჩნეოდა მის ქმედებებში, მათ შორის ჩორჩანას ნაწილში“, - განაცხადა ზარქუამ.