Loading data...
ზარქუა გახარიაზე: პრემიერმინისტრობა ჩაგაბარეს და ყველაზე რთულ მომენტში ქვეყანას და გუნდს უღალატე - ასეთი კაცისგან შექმნილი პარტია და გუნდი დიდხანს ვერ იცოცხლებს

„პრემიერმინისტრობა ჩაგაბარეს და ყველაზე რთულ მომენტში ქვეყანას და გუნდს უღალატე - ასეთი კაცისგან შექმნილი პარტია და გუნდი დიდხანს ვერ იცოცხლებ“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ზაზა თავაძის პოლიტიკიდან წასვლას.

„მახსოვს, აქტიურობდა და გვიტევდა, ახლა თამაშგარეთ დარჩენილა და საერთოდ პოლიტიკის მიღმაც დარჩა. ასე დაემართება ყველა რადიკალს, როცა შენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრებ“, - აღნიშნავს ზარქუა.