Loading data...
ზარქუა დევიდ ო’სალივანის წერილზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ

„ჩვენ ვიცავთ შეთანხმებას, არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს ჩვენი ქვეყნიდან“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას მადლობა უხდის უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რაისა და მისი მიმდევრები საქართველოს გაშავებას ხელოვნურად ცდილობენ. 

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რაისა „კომუნისტკა“ და მისი მიმდევრები, რომლებიც დაფინანსებული არიან, ხელოვნურად ქმნიან შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გააშავონ“, - აღნიშნავს ზარქუა.