ვოლსკი: თუკი ევროკავშირს მიაჩნია, რომ საკითხი, რომელიც შეეხება ლგბტ პროპაგანდას და გამჭვირვალობას, არ არის ბარიერი, დღესვე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები
„თუკი ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს საკითხი რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას და გამჭვირვალობას, არ არის ბარიერი, დღესვე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ გადაუსწრო ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა მაჩვენებელში.
„მაგრამ, ჩვენ დავაყენოთ საკითხი და მუდმივად გვითხრან, რომ თქვენ საკითხი დააყენეთ და ჩვენ ამას არ გაძლევთ, არ ხართ ღირსი, 4 წლის განმავლობაში ამის უსაფუძვლოდ დაყვედრება საქართველოსთვის, რომელმაც გადაუსწრო ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა მაჩვენებელში, არის ჩვენთვის მიუღებელი.
არ შეიძლება მუდმივად ევედრებოდე ორგანიზაციებს, რომელიც თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველო მონაცემებით მიიღოს. ჩვენ ვმუშაობდით იმ გეგმით, რომელიც გვეკუთვნის შესასრულებლად როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს, იმ გეგმით მივდივართ და 2028 წლისთვის ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მაღალი მზაობა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.