Loading data...
ვოლსკი: სხვადასხვა ვარიაციებით საერთო სათაური არ იცვლება, ოპოზიციური გაერთიანება „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სხვადასხვა ვარიაციებით საერთო სათაური არ იცვლება და ოპოზიციური გაერთიანება „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“.

ვოლსკის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად ამ განხილვებისა ოპოზიციის ამოცანა არ შეცვლილა და მითითებებიც ერთი აქვთ.

„სხვადასხვა ვარიაციებით საერთო სათაური არ იცვლება, ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ სადაც ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილი ერთადერთი და განუმეორებელია, ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილის სახელი თავისი წარსულით, ამ „გესტაპოს“ მეთოდების მართვით, საზოგადოების გარკვეულ რაოდენობას, ვინ მათ მხარს უჭერს, პრობლემას უქმნის გამოცხადდნენ საპროტესტო აქციაზე.

ზოგს მიაჩნია, რომ უნდა დაანახონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სხვადასხვაა აზრები, პლურალიზმი, დაპირისპირება არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ სწორედ იმათ უნდა დაუჭიროს მხარი, ვინც შარვალჩახდილი ეომება მტერს, მაგრამ მიუხედავად ამ სარკაზმისა, მიუხედავად ამ განხილვებისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამოცანა არ შეცვლილა და ყველას ერთი ამოცანა აქვს. მითითებაც ერთი აქვთ, რომ ერთად იყვნენ გაერთიანებული და დაანახონ საზოგადოებას, რომ თითქოს აქ არსებობს რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, დემოკრატია და პლურალიზმი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.