Loading data...
ვოლსკი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის მისცეს ხმა – ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ, თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა – ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ, თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს.

„გამჭვირვალობის თემასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებების გაკეთება, სულ მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს – ამ ნაბიჯების უკან მართლაც ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, მათთვის რატომ არის კარგი აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვენებში გაცილებით მკაცრი კანონი, ხოლო საქართველოსთვის – ცუდი და რა არის მათ შორის განსხვავება“, – განაცხადა ვოლსკიმ პირველ არხთან საუბრისას.