1750941120
პოლიტიკა
ვოლსკი: საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი სენატორის როჯერ უიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
„შაჰინის განცხადებებს მხოლოდ არგუმენტებით თუ დავუპირისპირდებით. სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად იხსენიებდნენ, მაგრამ გახსოვთ, ადამიანის უფლებების დარღვევის რა მასშტაბი იყო. საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და სააკაშვილი სამოთხეში ცხოვრობს იმასთან შედარებით, როგორი საკონცენტრაციო ბანაკებიც თვითონ მოაწყო. თურმე მაინც ის ყოფილა დემოკრატიის შუქურა და აქ დემოკრატიის უკუსვლა მიმდინარეობს. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს“, - აცხადებს ვოლსკი.