Loading data...
ვოლსკი - საქართველოს მოქალაქეს, დამკვირვებელს, გარე აქტორისგან დავალება არ შეიძლება ჰქონდეს

იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები მესამე მოსმენით იწყებენ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას.

სიახლე საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ეხება.

ცვლილების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე.

საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. გია ვოლსკის განცხადებით, უცხოელი დამკვირვებელი იქნება უზრუნველყოფილი, რათა შეძლოს იმ სტანდარტებით მოქმედება, რომელიც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს.

„საქართველოს მოქალაქეს, დამკვირვებელს, არ შეიძლება ჰქონდეს დავალება გარე აქტორისაგან. უნდა იყოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც არის ქართული.

თუკი არის უცხოელი დამკვირვებელი, ამ უცხოელ დამკვირვებელს ექნება შესაბამისი ცენზი, შესაბამისი უზრუნველყოფა, გარანტია იმისა, რომ მისი აქტივობები იქნება უზრუნველყოფილი იმ სტანდარტის მიხედვით, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.