Loading data...
ვოლსკი: საქართველო არის საკვანძო ქვეყანა, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან, ევროპულ ბაზრებთან, ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა ამის თაობაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის აფასებს. 

„საქართველო არის საკვანძო ქვეყანა ამ პროექტში, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან, ევროპულ ბაზრებთან. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა ამის თაობაზე და არამხოლოდ აქ, იგივე საუბარი იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსში.

ფაქტი, რაზედაც საუბრობს პრეზიდენტი ალიევი, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა და რასაკვირველია, საუკუნეების განმავლობაში საქართველოსთვის ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. ვფიქრობ, პოზიტიური განვითარება და განსაკუთრებით, საინტერესო იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში კიდევ მეტს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს არის გარანტია მშვიდობისა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აცხადებს ვოლსკი. 

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. განიხილეს ერთობლივი პროექტები და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.