ვოლსკი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: გამოკითხულთა ძალიან ბევრმა ჩვენებამ დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, საგამოძიებო კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და „ქვეყნის წინაშე კვლავ ის გამოწვევა დგას, რომ შეიძლება ეს ცეცხლი, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს კვლავ საქართველოში შემოვიდეს“.
„როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ქვეყნის წინაშე კვლავ ის გამოწვევა დგას, რომ შეიძლება ეს ცეცხლი, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს კვლავ საქართველოში შემოვიდეს და ამასთან დაკავშირებით ადამიანების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული, რომლებიც თავს უწოდებენ პოლიტიკურ სუბიექტებს და ცდილობენ, ეს გასაჭირი და უბედურება ახლიდან დააწიონ თავს საქართველოს, რასაკვირველია ამ კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფაქტებიდან მოშორებული არცერთი სიტყვა არ უნდა ითქვას. გამოკითხულთა ძალიან ბევრმა ჩვენებამ დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი.
დღეს ეს ბერკეტები არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ ათეულობით მილიონით დოლარით არიან დაფინანსებულები, რათა კვლავ ვიღაცის სტრატეგიულ გეგმას დაუქვემდებარონ საქართველო“, - აღნიშნავს ვოლსკი.