Loading data...
ვოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე - რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ გადარჩენის პერსპექტივა არ აქვს?

„რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის?“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სუვერენიტეტის დათმობის საკითხთან დაკავშირებით მაია სანდუს განცხადებაზე საუბრისას. მისი თქმით, ამ თემაზე მძიმე პოლიტიკური შეფასებები უნდა გაკეთდეს.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე. რუმინეთი და მოლდოვა ეთნიკურად ერთმანეთთან ახლოს არიან, თუ - არა, ეს მეორეხარისხოვანია; რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის? მაია სანდუს განცხადება ნგრევის თავიდან არიდების ერთადერთ გზად არის წარმოსახული და აქედან გამომდინარეა ამ ვითარებაში ტრაგიზმი, მათ შორის, მძიმე პოლიტიკური შეფასებებიც გასაკეთებელია. რა გააკეთა ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივიდა და ჩვენ რა არ გავაკეთეთ ისეთი, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა საქართველო?“, - აღნიშნა ვოლსკიმ.