Loading data...
ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას მოკლებული, რეალობაში თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი

სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი.

„ყველამ თავის მხარეს არ უნდა გადაქაჩოს საბანი, დავანებოთ ყველაფერს თავი, ამ პოლიტიკურ კინკლაობას. აი, კინკლაობა ეს არის, რასაც ისინი ცდილობენ, რომ განავითარონ. რეალობაში [რუბიომ] თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. სერიოზული დამატებაა იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა: „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის“.