Loading data...
ვოლსკი როთზე: რაც ისტორიულ მემკვიდრეობას, ღირსებას ეხება ყველაფერი დაამცირა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხაელ როთის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტის წევრმა ყველაფერი დაამცირა, რაც შეეძლო.

მისი თქმით, როთი პოლიტიკურ აქტივობებში არის ჩართული. 

„რაც საუკეთესოა, რაც ისტორიულ მემკვიდრეობას, ღირსებას ეხება ყველაფერი დაამცირა, რაც შეეძლო. იგი ჩართულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ პოლიტიკურ აქტივობებში“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს.