ვოლსკი: რა არაბიზაცია და არაბული ქალაქები, უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს
„კომიკურია არა მხოლოდ ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რითაც სურთ, ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უკონტროლო მიგრაცია დაშვებული არ არის.
„კომიკურია ის, რა მანერითაც „ლელო“ საუბრობს, არამედ ის ქმედებები, რაც ეს უშველებელი პროექტი არ განხორციელდეს. ამის რესურსი არ გააჩნიათ და ამიტომ ხისტ სიტყვებს იყენებენ. რა არაბიზაცია, რა არაბული ქალაქები, საუბარია მსხვილ პროექტზე, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბიზნესს მოიზიდავს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას საუკეთესო პირობები აქვს. არ არის დაშვებული ის, რომ უკონტროლო მიგრაცია იყოს.
როცა ამაზე მსჯელობს კომიკური ხაზარაძე, მაშინ იმაზეც ილაპარაკოს, ევროპაში რა მდგომარეობაა, როცა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად არანაირი რეგულაცია და ინტერესი არ არის გათვალისწინებული. გააფთრებული შესვლაა მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოში ასეთი არ ხდება“, - აღნიშნავს ვოლსკი.