ვოლსკი პროტესტზე: ეპიზოდებს რომ შეკრებთ, ნახავთ, რომ ეს არის კონსპირაციული, ბნელი, ბოროტი სცენარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ უნდა გათამაშებულიყო
ეპიზოდებს რომ შეკრებთ, ნახავთ, რომ ეს არის კონსპირაციული, ბნელი, ბოროტი სცენარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ უნდა გათამაშებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ბრიუსელის მიერ 8 მლრდ-ზე მეტის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე საუბრისას.
მისივე შეფასებით, საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს მისი მდებარეობა განაპირობებს.
„ეპიზოდებს რომ შეკრებთ ნახავთ, რომ ეს არის კონსპირაციული, ბნელი, ბოროტი სცენარი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ უნდა გათამაშებულიყო. განა იმიტომ, რომ ვიღაცას ბიძინა ივანიშვილის გუნდი არ მოსწონს, ან გიჟდება სააკაშვილზე, უბრალოდ სააკაშვილი და ყველა ესენი ბერკეტები არიან, რომ აქ უპირატესობა აიღონ. რატომაა მნიშვნელოვანი? ორ ზღვას შუა ძველის ძველად სულ საომარი იყო ეს ლელო.
რაზეა ლაპარაკი? სატრანზიტო გზებია, ეს ენერგორესურსები, რომ გაჩნდა ხომ საერთოდ, არის საკვანძო ადგილი, შემაერთებელი ადგილი. არის ორი გზა, ერთი - ყველა, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული გადაწყვიტოს, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანა უნდა იყოს, სადაც ყველას ინტერესები იქნება გათვალისწინებული და არიან მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ „ვერანაირად ჩვენ ამას ვერ დავთანხმდებით, ჩვენს დაკრულზე უნდა ცეკვავდნენ, ცალ ფეხზე უნდა იდგნენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი რესურსი ამ რეალობაში ხალხი და საზოგადოებაა.
„დამოკიდებულებები იცვლება და ასე დიდხანს ვერ გაძლებს მსოფლიო. არ ვიცი მერცი მიხვდა პირველი თუ მელონი მიხვდა პირველი, დაიწყო უკვე საუბარი რომ [რუსეთთან] ურთიერთობაა საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.