Loading data...
ვოლსკი: პრორუსულობის დაბრალება კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ამას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რაც თავადაც იციან

როდესაც პრორუსულობას გაბრალებენ, ეს კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ამას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს თვითონაც იციან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საუბარია იმაზე, რომ ამ ლოზუნგმა უნდა გააღიზიანოს ახალგაზრდობა, ქუჩაში გამოიყვანოს, გადატრიალება მოხდეს და მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება, ვითომ პროდასავლური, რომელიც ფეხქვეშ გათელავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და დაუპირისპირდება რუსეთს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.