1763192106
პოლიტიკა
ვოლსკი პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია.
ვოლსკის თქმით, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ იმათ [ევრობიუროკრატებს] რომ გამწვავდეს ვითარება, ახალი დაძაბულობის კერა შეიქმნას - დაპირისპირება გერმანიასა და საქართველოს შორის. იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია. კვლავაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.