1760020141
პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციის მხარდამჭერებმაც დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობა“ კონკრეტული სცენარით მოქმედებს, რომლის მიზანი საქართველოს დამარცხებაა

„4 ოქტომბრის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკუთარი თავის შენარჩუნებას ცდილობენ პოლიტიკურ ველზე“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებმაც დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობა“ კონკრეტული სცენარით მოქმედებს, რომლის მიზანი საქართველოს დამარცხებაა.
„ცალკე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არსებობს, რომელსაც ობიექტურად არ შეიძლება, პოლიტიკური სუბიექტი ეწოდოს. ეს არის შეთქმულთა და რევოლუციონერთა გუნდი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდა. ეს იმდენად აშკარაა, რომ საკითხზე დამატებითი შეფასებაც აღარ არის საჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ.