ვოლსკი ოპოზიციაზე: მოუწოდებენ ერთმანეთს, იქნებ, სისხლი დაიღვაროს, ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის
„მოუწოდებენ ერთმანეთს, იქნებ, სისხლი დაიღვაროს, იქნებ, ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს ამას, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დეზინფორმაციის საშუალებით ერთმანეთს დაუპირისპირეს პოლიცია და დემონსტრანტები.
„გადახედეთ ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას, როგორ არის, დაპირისპირების დროს რა ხდება და როგორ შავდებიან ადამიანები. მათ შორის, დაშავებული პოლიციელების ეს რაოდენობა თუკი სადმე არის!
რეალობაში ხდება ის, რომ აი, ამ დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს მიზანს, შეჯახება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. აღარ უნდა აჰყვეთ ამ პროვოკაციებს. მოუწოდებენ ერთმანეთს, იქნებ, სისხლი დაიღვაროს, იქნებ, ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს ამას, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის“, - აღნიშნავს ვოლსკი.