1749473755
პოლიტიკა
ვოლსკი: „ნაცმოძრაობისთვის“ ღირსების საკითხია, დესტაბილიზაციის ამოცანა შეინარჩუნოს, რადგან არჩევნებში აგებენ

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ღირსების საკითხია, რომ დესტაბილიზაციის ამოცანა შეინარჩუნოს და ადამიანებს მოუწოდოს ქუჩაში გამოსვლისკენ და ექსტრემისტული პროცესების განვითარებისკენ, რადგან არჩევნებში აგებენ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, მათ ამომრჩევლისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვთ.
„რასაკვირველია, მომხრე არ იქნებიან, რომ რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ევროპარლამენტის რეზოლუცია ორივეს ახალისებს, არჩევნები არ აღიარონ, რაც აბსურდია. ამასთანავე, მოუწოდებენ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ორივეს აქვს წახალისება, მთავარია, რომელი გაასწრებს და მარიონეტის როლს ვინ უფრო უკეთ შეასრულებს, ვინ უკეთ დააზიანებს ქვეყანას“, - აცხადებს ვოლსკი.