Loading data...
ვოლსკი: მოკლე ფორმულაა, საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რათა განაგონ და როგორც კი დასჭირდებათ გამოყენებულ იქნეს ან საზარბაზნე ხორცად ან ისეთ პლატფორმად, სადაც რუსეთს დამატებითი პრობლემა შეექმნება

მოკლე ფორმულაა, საქართველო სჭირდებათ იმისთვის, რათა განაგონ, ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება და როგორც კი დასჭირდებათ გამოყენებულ იქნეს ან საზარბაზნე ხორცად ან ისეთ პლატფორმად, სადაც რუსეთს დამატებით პრობლემა შეექმნება , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის შეფასებისას, სადაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვას მნიშვნელოვნად უსწრებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებსაც გამოეხმაურა.

„არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემაში არის მიღებული, არ არის გაპროტესტებული ევროსასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე იყო ერთი. დანარჩენი სააკაშვილის საკითხი, რუსთავი 2-ის საკითხი, ნებისმიერი საჩივარი, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე ჩვენს წინააღმდეგ იყო შესული სტრასბურგის სასამართლომ უარყო.

გარდა ამისა, არსებობს უშველებელი რაოდენობა რეიტინგებისა, სასამართლოზე შეტევის ფორმა, რომელიც ვიხილეთ, თავისი უსამართლობით, მიუთითებს იმაზე რომ შინაარსი პროფესიონალური საფუძვლებიდან დაეყრდნო საფუძველს, რომელსაც ჰქვია აღქმების პოლიტიკა“, - აცხადებს ვოლსკი.